სუნამო

დღეს კიდევ ერთხელ გავეხვიე მზესა და კვამლში
შემდეგ დაბურულ ოთახს თვალი მოვავლე და შენ რომ გიყვარს ის სუნამო დავისხი
დღეს ისევ გავიკეთე ჩემი ყოველდღიური სახე და
დღესაც ხალხში გავერიე
ასე უფრო მარტივია ,ვერ შენიშნონ შენი ყოველდღიურად გაცვეთილი და უბედური ფასადი
ასე უფრო მარტივია ფასადებს შორის დაიკარგო და არავის მოუნდეს შენი შეკეთება
მერიამაც არ მოგცეს თავშესაფარი
და ასე უფრო მარტივია დაიკარგო
და მეც ვიკარგები
შეიძლება ის სუნიც აღარ გამომარჩევს არავისგან,
რადგან ბევრს სუნ მოწონებული შენი ცხვირი ჩემსას განსაკუთრებულად ვეღარ აღიქვამდეს
დღესაც იგივეა რა თქმა უნდა ჩემი ფიქრები
და დღესაც ეს ყველაფერი ფურცელზე იწერება
თეთრზე შავით ვწერ, თუმცა მაქვს სხვა ფერებიც,რომლებსაც არ ვიყენებ
ზოგადად ბევრი ფერი მაქვს,მაგრამ ყოველდღიურობას ეს უფრო მოსწონს
სხვაფერებს შენთან ურთიერთობაშიც ვეღარ ვიყენებ
და შენც თეთრზე შავით გწერ
მერე გბღაჭნი
გხევ და ფურცლების გროვაში გაგდებ
დღეს კიდევ ერთხელ გავეხვიე მზესა და კვამლში
შემდეგ დაბურულ ოთახს თვალი მოვავლე და შენ რომ გიყვარდა ის სუნამო დავისხი…..

ნუ გეშინია, მე მალე წავალ…

გამარჯობა
მე შენი ქმრის საყვარელი ვარ
და ვიცი როდის ხუჭავს თვალებს,
როდის აღებს პირს,
როგორ უყვარს წოლა დივანზე,
როგორ ეწევა და სვამს მხოლოდ -წვენს,
ხანდახან ჩაისაც,
არცისე ტკბილს,
მე შენი ქმრის საყვარელი ვარ და ვიცი,
როგორია მისი ტუჩები ,
როგორია ,როცა ბრაზდება,
მე შენი ქმრის საყვარელი ვარ
და შენი მეგობარი ვერ ვიქნები
ან იქნებ ვიყო კიდეც, როცა ეს ყველაფერი გაივლის
ვიცი რომ გაივლის,
რადგან ,როგორც არ უნდა მოსწონდეს ჩემი თითების თავის სხეულზე მოძრაობა
მშიშარაა და ახლიდან ცხოვრებას ვერ დაიწყებს….
თქვენ დიდები ხართ
და როგორც ამბობს მე ყველაფერი წინ მაქვს ,
მასაც-
როცა დადგება დრო სახეტიალოდ გავალთ ორივენი ახალ მსხვერპლზე ,
და იმასაც ყველაფერი ეცოდინება შენს ქმარზე…
გამარჯობა
თავიდან გული მწყდებოდა თქვენს ოჯახურ ფოტოებზე ,
მერე მიხვდი:
ბედნიერი ფოტო რომ არ ნიშნავს ბედნიერებას…
ნუ გეშინია,
მე მალე წავალ…

ჩემნაირი გოგოები

ჩემნაირი გოგოები ცოლად არ მოჰყავთ,
მაგრამ უკითხავენ ლექსებს,
უყურებენ მზის ჩასვლას და ამოსვლას
მთვარესაც ჩემნაირ გოგოებთან ერთად უყურებენ…
ჩემნაირი გოგოები ცოლად არ მოჰყავთ,
თუმცა უყვებიან თავიანთ წარსულს,
აწმყოს და მომავალსაც სხვა ქალებთან…
ჩემნაირი გოგოები ცოლად არავის მიყვებიან,
ჩემნაირი გოგოები არ ღალატობენ
და თვითონაც ჰყვებიან ლექსებს
თავიანთი ამბების მაგივრად,
იცინიან ,დადიან, ფიქრობენ —
ჩემნაირი გოგოები საკუთარ თავზე არ საუბრობენ
და ძაალიან ბევრს საუბრობენ სხვებზე,
ჩემნაირი გოგოები ბევრს წერენ და კითხულობენ
იმის იმედით რომ იქ მაინც აღმოაჩენენ იმას ,რაც ძაალიან უნდათ და აინტერესებთ,
ჩემნაირი გოგოები ეძიებენ , თუმცა ხშირად ვერაფერსაც ვერ ჰპოვებენ ,
ჩემნაირი გოგოები ბედნიერები არასდროს არიან
ჩემნაირ გოგოებს უყვართ და იტანჯებიან….

ჩნდები შენ და ყველაფერს აფუჭებ….

როცა ჩემ ერთ-ერთ საყვარელ სერილს ვუყურებდი სულ მინდოდა მეც მყოლოდა «მისტერ ბიგი» ალბათ მიხვდით ,რომელ სერიალზეც მაქვს საუაბრი…
წარმოვიდგინედი მას  იდეალურ, ძლიერ, გავლენიან კაცად  და მთავარი მავიწყდეოდა- ემოცია, რომელიც მისტერ ბიგს სერიალში არ ჰქონდა და მხოლოდ კერი თავის ფანტაზიებში აქცევდა მას ისეთ ადამიანად ,როგორიც  სურდა, სინამდვილეში ბიგი არის კაცი ,რომელიც რა თქმა უნდა ქერისნაირი ქალის ღირსი არაა და ქერიც არის ქალი , რომელიც ვერ ვიტყვი რომ იდეალურ კაცს იმსახურებს , ის არაფერ იდეალურს არ იმსახურებს ,გარდა ფეხსაცმელებისა….
და რას აკეთებენ ისინი მთელი ათი წლის განმავლობაში?
ძაალიან ბევრჯერ ტკენენ ერთმანეთს გულს , ბევრ კაცსა და ქალს გამოიცვლიან , ბევრ მდინარეში შევლენ და ბევრ ადგილას გადაფრინდებიან …
ქერი მაიცნ ამბობს ,რომ როცა ბედნირია სწორედ მაშინ მოდის ბიგი ,ამ ბედნიერებას ართმევს,არადა სინამდვილეში ბიგის გარეშე ქერი ბედნიერი არაა, უბრალოდ მიყუჩებულია, მგონი კარგი სიტყვაა -მიყუჩება იმის აღსაწერად თუ რას აკეთებს ქერი.ის ყუჩდება, თბება- სიცივეში,  შრება-წვიმაში , გამშრალი, გამთბარი და მიყუჩებული კი ისევ ბიგს უბრუნდება და შემდეგ ისევ ახლიდან იწყება ყველაფერი ..
ბევრჯერ მითქვამს რომ ქერი არ არის პრინციპული ქალი,რადგან ყველაზე მაღლა აყენებს ბიგს მაშინაც კი შეეძლო მასთან წასვლა ,როცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისულიყო, მივიდა მაშინაც,როცა ბიგმა ქორწილის წინ მიატოვა და ასე შემდეგ….
რაც მთავარია ბიგი ქერისთვის ინსპირაციის წყაროა ისევე,როგორც ყველა კაცი,რომელიც მას ცხოვრების გზაზე შეხვდა , კარგი იყო ეიდენი,მაგრამ ის ბიგი არ იყო, ის არ იყო კაცი,რომელიც ქერის გრძნობებით ითამაშებდა და ბევრჯერ მიატოვებდა , თუმცა ქერი ბიგის ასეთი ქცევის მიუხედავად,  მსხვერპლი და დაჩაგრული ქალი მაინც არ არის..
და ბოლოს რატომ გვიყვარდებიან სწორედ ის კაცები,რომლებიც  ძაალიან ბევრჯერ გვატკენენ გულს?
თუ ჯერ გვიყვარდებიან და მერე გვტკენენ გულს?
კი, რომ არ შეგვიყვარდეს ისე ვერაფერი გვატკენს გულს
სექსი დიდ ქალაქში -იყო და რჩება ჩემთვის ნომერ პირველ სერიალად
«‘რატომ ხდება, როდესაც გადავწყვეტ, გავხდე ბედნიერი, ჩნდები შენ და ყველაფერს აფუჭებ?!»
2010_sex_and_the_city_2_039-850x468»ურთიერთობები ისევე ღირსეულად უნდა მთავრდებოდეს, როგორც დაიწყო!»
429897446ef818

ცხოვრება-მოგონება

როც ბლოგის წერის,გაგრძელების, სურვილი მიჩნდება ,ვფიქრობ სად შევწყვიტე კი არა -საიდან გავაგრძელო.
ჩემი ცხოვრება მოგონებაა-მოგონებამდე არც არაფერი გაქვს და არც მერე გექნება -მოგონებების გარდა.
კედელს ნელნელა ადამიანები ემატებიან , ჩემ კედელსაც დაემატა ახალი მოგონება-ადამიანი.
ფოტოზე თავისუფლება და სიგიჟეა ,შავ-თეთრი ფონის მიუხედავად,ფერებს მაინც ვარჩევ და შემიძლია ვივარაუდო რომ ამინდი -მზიანია.ასფალტი მშრალი, მოხუცი ადამიანი თუ წასვლაა -უკან არიან ახალგაზრდებიც.
იმედი-იმედი ,რომელიც სულ პანდორას ყუთში მრჩება და მის ამოსაღებად ყოველ დღე ვიძღვიძებ.
კადრი-მოგონება
სურათს თვალებით ვიღებ და ნაწერებში ვამჟღავნებ ,როგორც მინდა ისე…
სიამოვნება-ჩემ სიამოვნება სიახლეშია
გაჩერება-როცა სიამოვნებას ვეღარ იღებ ,ქმედება მექანიკური ხდება

შემდეგი გაჩერება -ცხოვრება გადის (დრო)

დრო-რომელიც მაძლევს ცხოვრებას -გარდაცვალებამდე,მერე სხვა დროა

შემდეგი გაჩერება-სხვა ნახატი ჩემ კედელზე..

ჩემი კედელი-ცხოვრება-ჩემი ცხოვრბეა- მოგონება…

აღარ მომწონს ის,რასაც ვაკეთებ…

ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი თვალში მეცა

ფინალი?- შეიძლება…..

 

სექსი პატარა ქალაქში ( ნაწილი პირველი)

სადამდე ან როდემდე სჭირდებათ ადამიანებს ერთმანეთი?

მათ ერთმანეთი სწორედ იმ წუთიდან სჭირდებათ ,როცა იბადება გრძნობა მოვლისა და დამოკიდებულების. ბავშვები მშობლებზე , მშობლები ბავშვებზე , შემდეგ უფროსებზე , უფროსები კიდევ უფრო უფროსებზე და შემდეგ ღმერთზე.

დიახ , ადამიანები დამოკიდებულები არიან ღმერთზე.

როდესაც «კულტურით უკმაყოფილება» წავიკითხე და ამოვიცანი საკუთარი თავი და ჩემი ზიზღი დამოკიდებულების მიმართ ,მერე მივხვდი, რომ დიახ, როგორიც არ უნდა ვიყო , ჯანდაბა მეც კულტურისა და სოციალური კონსტრუქციის ნაწილი ვარ და მობუზღული სახით ფანჯარას შევხედე ,საიდანაც ისევ მიღიმოდნენ სერი კორპუსები და კიდევ უფრო სერი ვაზისუბანი.

მერე წამოვდექი და ჩემს რვეულში ჩავწერე:

ქალებს კაცები სჭირდებათ იქამდე,სანამ ჯერ კიდევ ფეთქავს მათი ვაგინები…

როგორც კულტურა და მასში მცხოვრები ადამიანები იყოფიან ,ასევე იყოფა ქალის ვაგინის ტიპები:სექსამდე და სექსის შემდეგ

მე ამ მდგომარეობას სიცხეში უნაყინობას და უფრო უარესი უკონდინციერობას შევადარებ , დიახ სექსის შემდეგ ქალური თავდაჯერებულობა იმატებს და კონდინციონერიც ირთვება…

კაცებს არ ვიცი სძულთ თუ არა შემდგომ თავიანთი პარტნიორები , თუმცა ქალებს მეტი და მეტი უნდათ.ეს ნიშნავს იმას რომ ქალი ხარ და თან სასურველი , რადგან შენთან უკვე იწვა ერთი კაცი ,ყველა სიამოვნებით დაწვება.

ხშირია შემთხვევები რომ საერთოდ არ გინდა ვინმე რომ დაწვეს შენთან ,რადგან გყავს ერთი და სექსის შემდეგ იმაზე უნდობი გახდი, ვიდრე იყავი და ახლა ნებისმიერ იდიოტს შენს ვაგინამდე კი არა ფრჩხილამდეც არ მიუშვებ. შავი ხვრელი კი მხოლოდ ღირსეულების საქმეა.

გუშინ დავსვი ერთი კითხვა:თუ რატომ არიან ისეთი კაცები,რომლებსაც შორიდანაც არ დაანახებ და როგორ ფორმირდებიან ასეთებად, მიპასუხეს რომ სხვა დაანახვებს , მაგრამ მე ვიგულისხმე რომ ჩემთვის როგორ ფორმირდებიან და რა კრიტერიუმებით.

ხანდახან ისეც ხდება რომ მოწონება ნაკლებია, ჟრუანტელი კიდევ უფრო ნაკლები , მაგრამ ეს ვერ გაჩერებს , ამ დროს თითქოს ვალდებულებას გრძნობ პარტნიორის მიმართ , რადგან მაგალითად შეპირდი ,რომ მასთან პირველი სექსი გექნებოდა.

როგორ ვირჩევთ ადამიანებს რომლებთანაც ვიწყებთ ურთიერთობაას? და საერთოდ როგორ ვიგებთ რომ ისინი გვირდებიან? ბევრი კითხვა დავსვი , მიყვარს კითხვები თუ მსჯელობას მივყავარ მათ პასუხებამდე…..

გაგრძელება იქნება   10408150_1631879167052361_7494632214091603902_n

10628486_1534142586804571_8157030485393078986_n

11667463_1675628852672728_8811465483310776873_n

20341579.jpg-r_640_600-b_1_D6D6D6-f_jpg-q_x-xxyxx

ძალიან ვწუხვარ , მერიონ

თუ დეპრესია გაქვთ ამ ფილმს არ უყუროთ!
დიდი ხანია ვგეგმავდი ოცნების რექვიემის ნახვას და დღეს ,როდესაც ფბც გავაუქმე ,მთელიდღეა წიგნს ვკითხულობდი და შემდეგ ფილმის ნახვა გადავწყვიტე ვიფიქრე ,რატომაც არა ვუყურებ დღეს მას,

დეპრესული კვირის მიუხედავად,მაინც დრამა ავირჩიე,უფრო სწორედ ამერჩია,რადგან ეს ფილმი აღმოჩნდა დრამა ადამიანებზე, დრამა წამალდამოკიდებულ და ერთმანეთზე დამოკიდებულ ადამიანებზე.

დედა ,რომელიც ჯაჭვით აბამს ტელევიზორს ,ნარკომან შვილს კი ის ყოველ კვირას გასაყიდად მიაქვს ,ხოლო დედა მიდის და უკან იბრუნებს მას,რადგან ტელევიზორის მეტი არავინ არ ჰყავს.

გოგო ,რომელსაც შეუძლია იყოს ძაალიან წარმატებული,მაგრამ… უყვარდება?! კი უყვარს ,მაგრამ საბოლოოდ ყველას ყველაზე მეტად წამალი უყვარს ,დედასაც კი ,რომელსაც სწორედ წამალმა მისცა ერთთვიანი სიამოვნება,უფრო სწორედ რეალობიდან გადაიყვანა ილუზიაში ,რაც რა თქმა უნდა მოეწონა,

ძაალიან მტკივნეული იყო ჩემთვის ამ ფილმის ნახვა ,თუმცა ალბათ იდეალურია თავის ჟანრსა და შინაარსში ,რადგან მშვენივრად გადმოსცემს წამალ დამოკიდებული ადამიანების ბოლო ბედს.

რა კარგი იქნებოდა ცხოვრება ,ასეთი სასტიკი რომ არ იყოს და ჩვენ ადამიანები პაიკები არ ვიყოთ ამ დიდ საჭადრაკო დაფაზე.

სიყვარული? სიყვარული ყველას სჭირდება….

bb985e88

tumblr_lknio15j3a1qaff5zo1_500

i hate everything

დიდი ხანია პოსტი არ დამიწერია აქ, მაგრამ საკუთარ თაიმლაინზე ვეღარ ავუდივარ წერას.

დეპრესია მაქვს ,რომელიც როგორც დავადგინე პოსტების წერაში  გამოიხატება ,რაც ალბათ საზოგადოებას აღიზიანებს ,ახლა მივხვდი ჩემი ერთი მეგობრის მდგომარეობას ,რომელიც დღედაღამე პოსტებს წერს იმ იმდით ,რომ მისი ‘სიყვარული» თავისი მდგომარეობის შესახებ გაიგებს და დაუბრუნდება , ან სხვანაირად მოექცევა მაინც.

იმდღეს ჩვეულებრივად უნიში მივდიოდი და როცა აუდიტორიაში დავჯექი , ამოვიღე რვეული და წერა დავიწყე ,თორემ უკვე ვეღარ ვჩერდებოდი , ახლა იქ რაც დავწერე აქ დავწერ და ჩემი სულიერი მდგომარეობა თქვენ განსაჯეთ და ისიც თუ რატომ ვწერ ამდენს , ან საერთოდ რატო ღიზიანდებიან ადამიანები,როცა სხვა წერს.

ვუახლოვდები უნის ( არ დავასახელებ) და ვგრძნობ ,როგორ მაღიზიანებს შენობა , მანქანების ხმაური, ყვავების ჩხავილი , ადამიანები , ნაგავი, ბანკის თანამშრომლები , კიბეები და ჩემი საზიზღარი ჯგუფელები. ალბათ ახლა მეც მათსავით გაყინული სახე მაქვს , აი ისეთი მისალმებაც რომ არ გინდა და სიამოვნებით გადაარტყავდი თავში დაფას. სახლში რომ მივალ ხერხი და დიდი პურის დანა უნდა დავმალო ისე,რომ მეც ვერ ვიპოვო.ქალაქიდან და ადამიანებისგან გაქცევის სურვილმა წარმომადგენინა რაკარგია იყო ტერორისტი ან ადამიანი ,რომელსც იარაღის ტარების უფლება აქვს.ჩემს უკან 5 ადამიანი ზის , ზურგის თვალებით გადავითვალე , უკან არ ვჯდები ,რომ მათ არ ვუყურო და არც მიბრუნება არ მინდა.

ზუსტად ასე დაიწყო 1 –ლი სემესტრი , პირველი ერთი თვე , მერე სადღაც შუაში და აი ამ ყველაფერმა გამძაფრებულად ივნისის 5ში შემომიტია. წერა , ხატვა და სიმღერა მშველის , ყოველდღე ვფიქრობ რომელიმე კარგად რომ გამომდიოდეს აუცილებლად მოვიხატავდი მთელს ტანს და აღარ მოვძებნიდი სხვა სამსახურს.

ადრე როცა ასეთ მდგომარეობაში ვიყავი თმის შეღებმა მშველოდა , მოკლედ რაღც სიახლე მინდა , ან ვიცი რაც მინდა,მაგრამ სწორედ ის რომ არ გამომდის ,რაც მინდა კიდევ უფრო მითრევს ამ მდგომარეობაში.ცხელა და ჩემი ტვინის გადაიტვირთა ამდენი ემოციიისგან , ზოგადად ყველალაზე მეტად ალბათ ის ადამიანები იტანჯებიან ,რომელბსაც გამოხატვა არ შეუძლიათ , არც სისულელების გაკეთება , გაქცევა , ხალხისთვის თავის მოჩვენება , შეცოდება , არ მიყვარს მასეთი ადამიანები ყოველთვის გადაჭარბებული მგონია მათი სისულელეები და ვინმესთვის შთაბეჭდილების მოსხდენად გამიზნული, ასეთ პროვოკაციას არ ვყვები.

დასვენება მინდა.

original

გზა ჩემი სულისკენ

გზა შენი სულისკენ
ალბათ გსმენიათ მედიტაციის შესახებ, ეს მშვენიერი საშუალება ნამდვილად მოგგვრით სიამოვნებისა და სიმშვიდის განცდას.დილით 10 წუთიც საკმარისია ,რომ უბრალოდ კარგად იყო,ან მთელი დღე უბრალოდ იყო.
როცა ტვინში ყველაფერი არეულია გეძლევა საშუალება იმ არეულის რაღაც ნაწილი მაინც დაალაგო.
ჰომ კიდევ უკვე დიდი ხანია ვფიქრობ ,რომ ფსიქოლოგი მჭირდება, ან უბრალოდ ადამიანი,რომელიც მომისმენს,მოსმენა მჭირდება,რომ ჩემი სულისკენ წავიდე.დამიბინძურდა,გამიფუჭდა,ყველაფერი ცუდადა,ისევ საკუთარ თავში ჩავიკეტე და ახლა ვცდილობ საკუთარ თავს იოგით მაინც დავეხმარო.
გირჩევთ თქვენც და მე ფსიქოლოგი მირჩიეთ,ონლაინ კონსულტაციისთვის,ან უბრალოდ ადამიანი ,რომელიც მომისმენს..

მინდა კიდევ ერთხელ ვიპოვო საკუთარი თავი,რომელიც მართლა დაკარგული მყავს,ან იქნებ სწორედ ახლა აღმოვაჩინე ის?იქნებ სწორედ ასეთი უნდა ვიყო ახლა ,როგორიც ვარ?იქნებ სწორედ ესაა გამოსავალი?იქნებ სწორედ ეს მაძლევს საშუალებას გავიგო რა მინდა? ან მინდა კი ზოგადად რამე? ..

წეღანაც ვთქვი,რომ ახლა ისეთ რამეებს ვაკეთებ ,რასაც ალბათ ადრე არასოდეს გავაკეთებდი,მაგრამ მთავარი ისაა,რომ არფაერი მაწუხებს,და სწორედ ამაზე მეფიქრება, რომ უემოციო გავხდი,მაგრამ ეს ცუდი საერთოდ არაა,პირიქით,სასიამოვნოცაა. განმარტოება მინდა…..Meditation1

Okulturi-cecxli

meditations-ihow.ge_